სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის ბოლოსწინა ტურში დაშლის პირას მყოფი "ჯიქი", რომელიც როგორც ჩანს გორის სახელით ფორმალურადღა გამოდის, პატარძეულის "ვეფხვებს" თბილისში, შევარდენის სტადიონზე დაუხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი სხვაობით 7:91 დამარცხდა.
წინა მატჩის მსგავსად, "ჯიქის" შეხვედრა ამჯერადაც 60 წუთი გაგრძელდა. გუნდები ამის შესახებ თავიდანვე შეთანხმდნენ და 30-წუთიანი ტაიმები ითამაშეს.
შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო და პირველი ლელო "ჯიქმა" მე-5 წუთზე დადო. თანაც ამის გაკეთება ვინ მოახერხა? - 43 წლის ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" კახა უჩავამ, რომელმაც კარიერა იძულებით მხოლოდ "ჯიქის" გაჭირვების გამო განაახლა, რადგან კლუბი 15-კაცის შეკრებას ძვლივს ახერხებს.
ამის შემდეგ კი, "ვეფხვებმა" მეტოქეს 15 უპასუხო ლელო დაუდო. საპასუხო ლელო ხუთ წუთში თენგო გოგოლაძემ დადო. ტაიმი 7:29 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში კახელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. ჰეთ-თრიკი გაიფორმა ოთო ზუკაკიშვილმა დუბლი შეასრულეს ბექა არველაძემ და გიორგი მექვაბიშვილმა, ხოლო თითო ლელო ლაშა მახაურმა, ნიკა დიღმელაშვილმა, დაჩი ელერდაშვილმა, ბაჩო წიქარიშვილმა, შოთა შალვაშვილმა, გიორგი ზუკაშვილმა და ანრი გორდაშვილმა მიითვალეს.
ორივე გუნდი მომდევნო სეზონს პირველ ლიგაში გაატარებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.