ბათუმმა იუნკერები ბონუსით დაამარცხა - რეგულარული სეზონის გამარჯვებული ბოლო ტურში გამოვლინდება

ბათუმმა იუნკერები ბონუსით დაამარცხა  - რეგულარული სეზონის გამარჯვებული ბოლო ტურში გამოვლინდება

დიდი 10-ის ზედა ექვსეულის ბოლოსწინა ტურში "ბათუმი" საკუთარ მოედანზე "იუნკერებს" დაუხვდა და ბონუსით 45:3 სძლია.

პირველი ტაიმი 14:3 დასრულდა. მასპინძელთაგან ლელო და სამი ჯარიმა მამუკა ნინიძემ გაიტანა, ხოლო სტუმართაგან ერთი ჯარიმა რამაზ ხარაზიშვილმა შეასრულა ზუსტად.

მეორე ნახევარში კი "ბათუმმა" ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს ხუთი უპასუხო ლელო დაუდო. აჭარლებმა ერთი საჯარიმო ლელო ჩაიწერეს აქტივში, ხოლო დანარჩენი ლელოები მიხეილ წიკლაურის, ბექა მამრიკიშვილის, საბა შუბითიძის და ნიკა ნინიძის ანგარიშზეა.

"ბათუმმა" 30 ქულა დააგროვა და ლიდერ "აიას" ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში "ბათუმი" შინ "ლოკომოტივს" ეთამაშება, ხოლო "აია" საკუთარ მოედანზე "იუნკერებს" მიიღებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)