თორნიკე ჯალაღონიას ეფექტური ლელო ორიაკის წინააღმდეგ (VIDEO)

თორნიკე ჯალაღონიას ეფექტური ლელო ორიაკის წინააღმდეგ (VIDEO)

პრო დ2-ის 28-ე ტურში "ბიარიცმა" შინ "ორიაკი" 29:26 დაამარცხა. 

შეხვედრის 52-ე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა მასპინძელთა მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ: ილიან პერომ ფეხით მარცხენა დაუცველ ფრთზე შეაცურა ბურთი, სადაც მოწინააღმდეგეს ჯალაღონიამ დაასწრო, უკანახაზელივით ლელოში ფეხით შეიცურა ბურთი და თავადვე დაამიწა. თორნიკე 61-ე წუთზე შეცვალეს. მარჯვენა ბურჯმა ლუკა აზარიაშვილმა 47-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მარცხენა ბურჯი უშანგი ჭეიშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

ჯალაღონიამ მიმდინარე პრო დ2-ში მეცხრე შეხვედრა ჩაატარა და მესამე ლელო გაიტანა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)