ლეგენდარულმა რონან ო'გარამ ლა როშელში კიდევ ერთი საპასუხისმგებლო პოსტი ჩაიბარა

ლეგენდარულმა რონან ო'გარამ ლა როშელში კიდევ ერთი საპასუხისმგებლო პოსტი ჩაიბარა

რონან ო'გარა ამიერიდან "ლა როშელის" მთავარი მწვრთნელის პოსტის გარდა, კლუბის სარაგბო დირექტორის თანამდებობასაც დაიკავებს. შესაბამისად, ლეგენდარული ირლანდიელი მორაგბე "ლა როშელის" მთავარი გუნდის სპორტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. 

ო'გარა "ლა როშელის" მთავარი მწვრთნელი 2019 წლიდანაა, ხოლო სარაგბო დირექტორის თანამდებობაზე ჯონო გიბსს შეცვლის, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ "კლერმონში" დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. რონანმა "ლა როშელთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ძალიან ვამაყობ იმ ნდობით, რომელიც "ლა როშელის" ხელმძღვანელობამ გამომიცხადა და მთავარი გუნდის ჯგუფის სათავეში დამნიშნა. მოუთმენლად ველი, რომ ახალ საქმიანობის შევუდგე მომავალი სეზონისთვის, თუმცა ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა მოხდეს და უპირველეს ყოვლისა უნდა ვიფიქროთ, რომ წლევანდელი სეზონი დავასრულოთ უმაღლესი შედეგებით", - განაცხადა რონან ო'გარამ, რომელსაც 2000-2013 წლებში ირლანდიის ნაკრების კვართით 128-ჯერ უთამაშია და 1083 ქულის გატანა მოახერხა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)