დიდი 10: აიამ აკადემია დამაჯერებლად დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა

დიდი 10: აიამ აკადემია დამაჯერებლად დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა

© გიორგი კილაძე

დიდი 10-ის ზედა ექვსეულის ბოლოსწინა ტურში "აია" შინ "აკადემიას" დაუხვდა და დამაჯერებლად 35:21 აჯობა.

ქუთაისელებმა ტაიმი 25:11 იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარში 14-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ 51-ე წუთზე კვაჭი ლაშა შალიკაშვილი საბა აბულაშვილმა წითელი ბარათით გააძევა. 

"აიას" მხრიდან ორი ლელო "ბორჯღალოსანმა" ზურაბ ძნელაძემ მიითვალა, რომელიც მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ხოლო თითო ლელო გიორგი აბრამიძემ და ირაკლი სიმსივემ დადეს. სამ-სამი გარდასახვა და ჯარიმა გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა. "აკადემიელთაგან" ლელოები ვანო ბერიკაშვილმა და ზურაბ მინდიაშვილმა დადეს, ხოლო ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა დავით მოძღვრიშვილმა შეასრულა ზუსტად. 

"აიამ" 31 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან "ბათუმს" 6 ქულით უსწრებს, რომელიც ხვალ "იუნკერებს" უმასპინძლებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)