რუსეთის ნაკრების მორაგბე კარიერას ინგლისში განაგრძობს

რუსეთის ნაკრების მორაგბე კარიერას ინგლისში განაგრძობს

რუსეთის ნაკრების და "ვვა-პადმასკოვიეს" მარჯვენა ბურჯი ვლადიმირ პოდრეზოვი კარიერას ინგლისის პრემიერშიპში განაგრძობს. 

27 წლის პირველხაზელი "ლონდონ აირიშში" ჩაირიცხა, რომელშიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა. მან ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

"მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ეს ჩემთვის ფანტასტიკური შესაძლებლობაა, რომელსაც მოუთმენლად ველი. კლუბში ყველამ თბილად მიმიღო და აღფრთოვანებული ვარ, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე დავეხმარები", - განაცხადა პოდრეზოვმა, რომელსაც რუსეთის ნაკრებში 34 კეპი აქვს მოხვეჭილი და 2019 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია.  

"ლონდონ აირიში" პრემიერშიპის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე მეექვსე ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში შესვლის მცირე შანსი აქვს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)