ყაზბეგმა არმია დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად დიდ 10-ში აღზევდა

ყაზბეგმა არმია დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად დიდ 10-ში აღზევდა

პირველი ლიგის გადამწყვეტ მატჩში "ყაზბეგმა" ავჭალის სტადიონზე "არმია" უმძიმეს მატჩში დაამარცხა და დიდ 10-ში ისტორიაში პირველად აღზევდა.

პირველი ნახევარი ყაზბეგელთათვის კარგს არაფერს მოასწავებდა, რადგან ბახვა კობახიძის ლელოთი და ორი ჯარიმითი "არმიამ" 11:0 იმარჯვა.

მეორე ტაიმიც არ დაწყებულა "არმიასთვის" ცუდად და თავდაპირველად ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა "ყაზბეგმა" საკუთარი შანსები შესანიშნავად გამოიყენა და 67-ე წუთისთვის ანგარიში უკვე თანაბარი 14:14 იყო. თამაშის განახლებისთანავე კი მოხევეებმა მეტოქეს ბურთი აართვეს და ლუკა ჩქარეულმა ლელოთი საკუთარი გუნდი პირველად გაიყვანა წინ, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა გაიტანა და "ყაზბეგი" 7 ქულით გავიდა წინ. 74-ე წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა კიდევ ერთი ლელო დადო და მოხევეები 12 ქულით გავიდნენ წინ. დარჩენილ დროში "არმიამ" ერთი ლელო გაქვითა და ბოლოსკენაც შეუტია, მაგრამ "ყაზბეგმა" მოლში ჩაუხურა ბურთი და ისტორიული გამარჯვება იზეიმა - 21:26.

ამრიგად, "ყაზბეგი" 2021/2022 წლების სეზონში დიდი 10-ის დებიუტანტი იქნება, ხოლო "არმია" დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ადგილოსანს შეერკინება და იქიდან შეეცდება ელიტაში დაბრუნებას.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)