სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Richard BRUNEL
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალზელანდიელი მწვრთნელი ჯონი გიბსი სეზონის დასრულების შემდეგ "ლა როშელის" სარაგბო დირექტორის თანამდებობას დატოვებს და "კლერმონს" შეუერთდება, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანკ აზემას შეცვლის, რომელმაც "ვულკანებიდან" ივნისში წასვლის შესახებ რამდენიმე თვის წინ დაანონსა. გიბსმა "კლერმონთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
როგორც ცნობილია, ჯონო გიბსი "კლერმონში" მარტო არ მივა და "ლა როშელიდან" სამწვრთნელო შტაბში რამდენიმე წევრს წაიყვანს. ცნობილი ფრანგული გამოცემა Lamontagne.Fr წერს, რომ "კლერმონის" სამწვრთნელო შტაბში იქნებიან ხავიერ სადურნი (უკანა ხაზის მწვრთნელი) და დავით ზირაქაშვილი, რომელიც "ვულკანების" ლეგენდაა და კლერმონ-ფერანში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, დავით ზირაქაშვილი, რომელიც გასულ ზაფხულს სწორედ ჯონო გიბსმა მიიწვია "ლა როშელის" შერკინების კონსულტანტად, სეზონის დასრულების შემდეგ "ლა როშელის" დატოვებას გეგმავს, იმავე პოზიციას "კლერმონში" დაიკავებს და შინ ახალი როლით დაბრუნდება.
ჯერჯერობით უცნობია, დარჩებიან თუ არა "კლერმონში" ბერნარ გუტა (მორკინალების მწვრთნელი) და დიდიე ბესი (შერკინების სტატისკის მწვრთნელი), რომლებსაც "ვულკანებთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებთ. როგორც იცით, ბესი 2013-2015 წლებში საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო, ხოლო "კლერმონში" 2015 წლიდან მუშაობს.
დავით ზირაქაშვილი "კლერმონში" 2004-2020 წლებში თამაშობდა და ის გულშემატკივრებმა "ვულკანების" ყველა დროის საუკეთესო გუნდში შეიყვანეს. "ზირაქა" ამ დროის განმავლობაში ორჯერ-ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ჩელენჯ თასის გამარჯვებული. გარდა ამისა, "კლერმონი" სამჯერ (2013, 2015, 2017) ჩემპიონთა თასის ფინალში, ხოლო ხუთჯერ (2007, 2008, 2009, 2015, 2019) ტოპ 14-ის ფინალში დამარცხდა. საბოლოო ჯამში, დათომ "ვულკანების" რიგებში 337 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 18 ლელო გაიტანა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.