საუკეთესო 8 ნომრები მსოფლიო თასიდან - გორგოძის ბრწყინვალე მომენტი კიდევ ერთხელ გაიხსენეს (VIDEO)

საუკეთესო 8 ნომრები მსოფლიო თასიდან - გორგოძის ბრწყინვალე მომენტი კიდევ ერთხელ გაიხსენეს (VIDEO)

რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურმა ინსტაგრამის გვერდმა მამუკა გორგოძის ბრწყინვალე თამაში ჯულიან სავეას წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენა.

აღნიშნულმა გვერდმა მსოფლიო თასების საუკეთესო რვა ნომრები და მათი გამორჩეული ეპიზოდები გაიხსენა. მათ შორის მოხვდა ლეგენდარული მამუკა გორგოძე, რომლის მონაწილეობითაც 2015 წლის მსოფლიო თასზე "ოლ ბლექსთან" მატჩში ჯულიან სავეას წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში გაიხსენეს, როდესაც მამუკამ მატჩის პირველივე წუთზე იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფრთას ხელიდან უმარტივესად ამოაცალა ბურთი. 

"2015 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთი გმირი", - წერს მსოფლიო თასის ოფიციალური ინსტაგრამის გვერდი მამუკა გორგოძეზე. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)