სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
ხუთშაბათს პრო დ2-ის 28-ე ტური აიღებს სტარტს: "ანგულემი" "კოლომიეს" დაუხვდება, ხოლო ამ მატჩის დასრულების შემდეგ "პერპინიანი" "ნევერს" უმასპინძლებს.
ოთხიდან სამი გუნდის რიგებში ქართველ მორაგბეებს ვიხილავთ, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავი "ნევერის" თადარიგში მარცხენა ბურჯის თორნიკე მატარაძის გამოჩენაა. საქმე იმაშია, რომ 24 წლის მარცხენა ბურჯს 2020 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ ტრავმის გამო აღარ უთამაშია. თორნიკემ მიმდინარე პრო დ2-ში მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოახერხა და 2 ლელო გაიტანა. ის "ნევერში" 2018 წელს "ლიონიდან" გადავიდა და მას შემდეგ 34 შეხვედრის გამართვა მოასწრო, საიდანაც 17-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო. "პერპინიანის" ძირითად შემადგენლობაშია გამოცდილი მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონში მეოცედ ითამაშებს.
"ანგულემის" სასტარტო თხუთმეტეულშია მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა, ხოლო ვეტერანი მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი მარქაფაშია. "კოლომიეს" განაცხადში ბექა შეყლაშვილი ამჯერად არ ფიგურირებს. 
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.