სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პრო დ2-ის 2020/2021 წლების სეზონის დასრულებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება - ფინალური მატჩი 5 ივნისს გაიმართება.
გუნდები ნელ-ნელა მომდევნო სეზონისთვის იწყებენ დაკომპლექტებას: იმატებენ და უშვებენ მოთამაშეებს, უხანგრძლივებენ კონტრაქტებს და განაგრძობენ მუშაობას ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ საკითხებზე. მორაგბეების გარკვეულ კატეგორიას 30 ივნისს თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი ეწურებათ. მათ შორის არიან ქართველი მორაგბეებიც.
გაგაცნობთ იმ ქართველი მორაგბეების ჩამონათვალს, რომლებიც ამ მომენტისთვის ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან და ჯერჯერობით არც ახალი კლუბი მოუნახავთ.
| მორაგბე | კლუბი | პოზიცია | თამაშების რაოდენობა წლევანდელ პრო დ2-ში | კეპების რაოდენობა საქართველოს ნაკრებში | ასაკი |
| ჟორჟ სალდაძე | ბეზიე | მარცხენა ბურჯი | 9 | 0 | 26 |
| ლუკა აზარიაშვილი* | ბიარიცი | უნივერსალი ბურჯი | 19 | 0 | 21 |
| უშანგი ჭეიშვილი* | ბიარიცი | მარცხენა ბურჯი | 14 | 0 | 23 |
| თორნიკე ჯალაღონია | ბიარიცი | მესამე ხაზი | 8 | 8 | 22 |
| ნიკა ნეფარიძე | გრენობლი | მარცხენა ბურჯი | 17 | 0 | 25 |
| გიორგი კაკაურიძე | ვალანს რომანი | მარჯვენა ბურჯი | 5 | 0 | 28 |
| თამაზ მჭედლიძე? | რუანი | შუამარბი | 12 | 61 | 28 |
| თორნიკე მატარაძე? | ნევერი | მარცხენა ბურჯი | 4 | 8 | 24 |
| ჯემალ შატირიშვილი | ორიაკი | მარჯვენა ბურჯი | 13 | 0 | 22 |
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.