Daily Mail: "საქართველოს ნაკრები, შესაძლოა, ზაფხულში ინგლისს ესტუმროს"

Daily Mail: "საქართველოს ნაკრები, შესაძლოა, ზაფხულში ინგლისს ესტუმროს"

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის წერს, რომ ზაფხულის ტესტებზე, საქართველოს ნაკრები, შესაძლოა, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს ეთამაშოს.

ინგლისის ნაკრებს ზაფხულის ტესტებზე ამერიკული ტურნე ჰქონოდა დაგეგმილი, სადაც აშშ-ის და კანადის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. ზემოხსენებული გამოცემის ექსკლუზიური ცნობის თანახმად, აღნიშნულ ტურნეს კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე ჩაშლის საფრთხე ემუქრება და თუ ასე მოხდა, ლონდონს საქართველოს ნაკრები ესტუმრება.

როგორც იცით, ზაფხულში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები სამხრეთაფრიკული ტურნე გაიმართება. შესაბამისად, ინგლისის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე მთავარი ვარსკვლავების გარეშე ითამაშებს. იმ შემთხვევაში, თუ "წითელი ვარდების" საგარეო ტურნე ვერ შედგება, ისინი სწორედ საშინაო ტესტების გამართვაზე იზრუნებენ და საქართველოს ნაკრები პოტენციურ სტუმრად მოიაზრება.

ასევე არის ვარიანტი, რომ ინგლისის ნაკრებმა აშშ-ს და კანადას თავად უმასპინძლოს, თუმცა ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ლოგისტიკური საკითხები იყოს პრობლემატური. იწერება, რომ აშშ-ის ნაკრები ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს დაწყებამდე სამხრეთ აფრიკაში ჩავა და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს გასახურებელ ტესტ-მატჩში დაუპირისპირდება. ამის შემდეგ კი, "არწივები", შესაძლოა, ინგლისში გაემგზავრნონ და "წითელ ვარდებს" და საქართველოს ნაკრებს ეთამაშნონ. 

ამ შემთხვევაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ დიდი ბრიტანელის ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს, რომ აშშ-ის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსვლის შემთხვევაში 10-დღიანი კარანტინი გაიარონ, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ აფრიკა წითელი ზონაა. ის კი შეუძლებელს გახდის მოკლე ვადებში მატჩების ჩატარებას. შესაბამისად, ინგლისის და აშშ-ის ნაკრებების ტესტ-მატჩის ჩატარება ეჭვქვეშ რჩება, ისევე როგორც, ინგლისი - კანადა. 

Daily Mail-ის ცნობით, ედი ჯონსის შეგირდები შინ საქართველოს მიიღებენ, ხოლო აღდგენილი "საქსონები" ანუ ინგლისის "ა" ნაკრები შოტლანდიას შეხვდება. ასევე იწერება, რომ შოტლანდიელებს ზაფხულში რუმინეთში და საქართველოში სტუმრობა და ტესტ-მატჩების გამართვა სურთ. აქედან გამომდინარე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ოთხი გუნდის მონაწილეობით ტურნირი გაიმართოს. 

შეგახსენებთ, რომ ინგლისის და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 2020 წლის ნოემბერში შემოდგომის ერთა თასზე შეხვდნენ და ინგლისელებმა "თვიქნემზე" 40:0 იმარჯვეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)