სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
ტოპ 14-ის გუნდებში კორონავირუსი მომრავლდა, რის გამოც გასულ ტურში ოთხი შეხვედრა გადაიდო.
დღეს ფრანგულ პრესაში გაჟღერდა, რომ ტოპ 14-ის მომდევნო 22-ე ტურშიც კიდევ ოთხი მატჩი გადაიდება. ტური "სტად შაბან-დელმაზე" გასამართი მატჩით უნდა გახსნილიყო, რომელშიც "ბორდოს" "მონპელიესთვის" უნდა ემასპინძლა. "რაგბირამას" ცნობით, "ბორდოში" გასულ კვირას კოვიდ 19-ით ოთხი მორაგბე იყო ინფიცირებული, რომელთაც მიმდინარე კვირაში კიდევ სამი ინფიცირებული დაემატა. ორივე გუნდი ზედიზედ მეორე მატჩს გამოტოვებს.
მაისისთვის გადაიდება "ბრივი" - "ლა როშელის" დაპირისპირება, რადგან ბრიველთა რიგებში კოვიდის რვა დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ბრიველთა მონაწილეობით ასევე ზედიზედ მეორე შეხვედრა გადაიდო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასევე გადაიდება "ბაიონი" - "კასტრის" შეხვედრა, რადგან "კასტრის" რიგებში კოვიდის მრავალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე ზედიზედ მეორე მატჩს გამოტოვებენ "ტულონი" და აუტსაიდერი "აჟენი".
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.