სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Rugby Club Lokomotiv Penza
დავით გურგენაძემ პენზას "ლოკომოტივთან" ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ, რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
41 წლის გურგენაძე, რომელსაც წარსულში ესპანეთის ნაკრებში, საკლუბო დონეზე კი ქართულ, ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ კლუბებში უთამაშია, "ლოკომოტივის" შერკინების მწვრთნელი 2019 წლის დეკემბრიდანაა.
"ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა - ვიმუშაო კიდევ ერთი სეზონი "ლოკომოტივში". დიახ, ჩვენ სერიოზული ამოცანების წინაშე ვდგავართ. მე აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და მინდა გუნდთან ერთად განვვითარდე. დიდი მადლობა "ლოკომოტივს" იმ დროისთვის, რაც ერთად გვიმუშავია და სამომავლო ნდობისთვის", - განაცხადა დავით გურგენაძემ.
შეგახსენებთ, რომ პენზას "ლოკომოტივის" ღირსებას ხუთი ქართველი მორაგბე იცავს: კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი, ჰავბექი რევაზ ბროძელი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე. "ლოკომოტივმა" რუსეთის რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში "ვვა-პადმასკოვიეს" და "მეტალურგს" შორის გამარჯვებულს შეერკინება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.