სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ცნობილმა სარაგბო გამოცემა "მიდი ოლიმპიკმა" პრო დ2-ის 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
აღნიშნულ თხუთმეტეულში მოხვდა "ორიაკის" მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც პარასკევს "ანგულემთან" შინ მოგებულ (33:21) მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 63 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე იასპარეზა. "მიდი ოლიმპიკს" ეს არ გამორჩენია, გიორგის თამაში ორი ვარსკვლავით შეაფასა და სიმბოლურში შეიყვანა. ასევე ორი ვარსკვლავი დაიმსახურა ბექა საღინაძემ, თუმცა თხუთმეტეულში მყოფი ფლანკერები სამი ვარსკვლავით იქნენ შეფასებულნი და სწორედ ისინი მოხვდნენ ტურის საუკეთესო გუნდში.
29 წლის ქართველიშვილმა წლევანდელ პრო დ2-ში 21 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 16 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.