სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პირველი ლიგის ქვედა ექვსეულის ბოლო ტურში ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილოსნები ქუთაისის "ბაგრატი" და წყალტუბოს "დინოზავრი" დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ორივე გუნდს 35 ქულა ჰქონდა და გამარჯვებული პირველი ლიგის პლეი-აუტში თამაშის უფლებას მიიღებდა, ხოლო დამარცხებული დანარჩენ ოთხ გუნდთან ერთად რეგიონულ ლიგაში გავარდებოდა.
მატჩის დასაწყისში "ბაგრატიდან" ორი ჯარიმა სანდრო კვესელავამ გაიტანა და ქუთაისელები 6 ქულით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობა წყალტუბოელებმა მოიპოვეს და მათმა მარცხენა ბურჯმა იონა ფირცხალავამ ორი ლელო გატანა მოახერხა, თითო გარდასახვა და ჯარიმა კი ზვიად ოდიშარიამ შეასრულა ზუსტად და ტაიმი სტუმართა სასარგებლოდ 6:15 დასრულდა.
მეორე ნახევარში თავიდან გუნდებმა სამ-სამი ქულა გაცვალეს - კვესელავამ და ოდიშარიამ კვლავ ჯარიმები შეასრულეს ზუსტად და ანგარიში 9:18 იყო. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10-12 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა თორნიკე აშვეთიამ ქუთაისელთა რიგებიდან პირველი ლელო დადო, რომელიც კვესელავამ გარდასახა და ანგარიში 16:18 გახდა, ხოლო მატჩის მიწურულს კვესელავამ გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 19:18.
ამრიგად, "ბაგრატმა" 39 ქულა დააგროვა, ქვედა ექვსეულში პირველ ადგილზე გავიდა და ორმატჩიან პლეი-აუტში რეგიონლიგის მეორე ადგილოსან "გორს" დაუპირისპირდება, რომელთა გამარჯვებულიც გაისად პირველ ლიგაში ითამაშებს. წყალტუბოს "დინოზავრი" კი თბილისის "ივერიასთან", თბილისის "დინამოსთან", ჭიათურის "იმერეთთან" და თბილისის "დევებთან" ერთად რეგიონულ ლიგაში გავარდა.
მეორე მატჩში თბილისის "დინამო" შევარდენზე "დევებს" დაუზავდა - 17:17. "ივერიის" და "იმერეთის" დაპირისპირება კი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.