ფრანგული პრესა: ბექა საღინაძე კარიერას ლიონში განაგრძობს

ფრანგული პრესა: ბექა საღინაძე კარიერას ლიონში განაგრძობს

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა საღინაძე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პრო დ2-ის "ორიაკს" დატოვებს და კარიერას ტოპ 14-ის "ლიონში" განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას მთელი რიგი ფრანგული გამოცემები, მათ შორის Le Progres, Rugbyrama და Allrugby ავრცელებენ.

მათი ცნობით, 22 წლის მესამეხაზელი "ლიონთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ახალ კლუბს ზაფხულში შეუერთდება.

საღინაძე "ორიაკს" 2018 წელს შეუერთდა და პრო დ2-ში ჩატარებულ 21 მატჩში 1 ლელო გაიტანა. მან წლევანდელ სეზონში 14-ჯერ ითამაშა. ბექას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა, 20 თამაშში 3 ლელო დადო და 2019 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)