სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის მეორე ეტაპის ქვედა ექვსეულის მეოთხე ტურში რუსთავი "ხარები" გორის "ჯიქს" დაუხვდა და 64:0 დაამარცხა.
"ჯიქის" შესახებ კარგად იცით, რომ გუნდი ფაქტობრივად დაშლილია და მაგალითად წინა ტურში, "ლელო სარასენსთან" 15 მორაგბის შეგროვებაც კი ვერ მოახერხა. იმ მატჩში "ჯიქმა" 13 მორაგბით ითამაშა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მატჩი 62-ე წუთზე შეწყდა.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, რომლის ტრანსლაცია ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო არ მოხდა - ამჯერად "ჯიქმა" 15 კაცის შეგროვება შეძლო და 6 მოთამაშე თადარიგშიც ჰყავდა, თუმცა 80-წუთიანი მატჩი ამჯერადაც არ შედგა. გუნდები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ 30-წუთიან ტაიმებს ითამაშებდნენ და შესაბამისად, შეხვედრამ 60 წუთი გასტანა.
ამ დროის განმავლობაში "ხარებმა" მეტოქეს 10 უპასუხო ლელო დაუდო. სამი ლელოს გატანა დემეტრე ცაბაძემ მოახერხა, ორ-ორი ლელო ზურაბ ქავთარაძემ და ლევან ნარიმანიძემ დადეს, ხოლო თითო ლელო ლექსო მელიქიშვილმა, ანდრო ღარიბაშვილმა და გიორგი შარვაშიძემ მიითვალეს. შვიდი გარდასახვა გიორგი პეტრიაშვილმა გაიტანა, ხოლო მატჩის საუკეთესო მორაგბედ გიორგი შარვაშიძე დასახელდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.