სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის 21-ე ტურში "კასტრი" საკუთარ მოედანზე "ტულუზს" დაუხვდა და 26:24 დაამარცხა.
შეხვედრის მე-13 წუთზე "კასტრის" 20 წლის მეორეხაზელი ფლორინ ვანვერბერგი საფრანგეთის ნაკრების გამოცდილი უკანახაზელის იოან უჟეს ჩამოშორებას კონტაქტით ცდილობდა, რა დროსაც უჟემ ძლიერი დარტყმა მიიღო და ნოკაუტში ჩავარდა. ექიმებმა 33 წლის მორაგბეს უმალ დახმარება აღმოუჩინეს და მალევე ფეხზე წამოდგომა შეძლო, თუმცა ეს გაჭირვებით მოახერხა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. სავარაუდოდ, "ტულუზის" მორაგბეს ტვინის შერყევა აქვს.
ცნობისთვის, უჟე საფრანგეთის ნაკრებში 2010-2019 წლებში ასპარეზობდა და 62 მატჩი 14 ლელოს გატანა მოახერხა. ის "ტულუზის" სარაგბო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. მან 2008 წელს "აჟენს" მიაშურა, შემდეგ კი ასევე ორი სეზონი "ბაიონში" გაატარა, რის შემდეგაც 2012 წელს მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. უჟეს ჯამში "ტულუზის" მაისურით 169-ჯერ უთამაშია და მოწინააღმდეგეთა ლელო 58-ჯერ აიღო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.