ოლ ბლექსი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ორ დამატებით ტესტ-მატჩს გეგმავს

ოლ ბლექსი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ორ დამატებით ტესტ-მატჩს გეგმავს

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ოქტომბერში ორი დამატებითი ტესტ-მატჩის ჩატარებას გეგმავს.

The New Zealand Herald-ის ცნობით, ამ მიზნით "ოლ ბლექსი" სავარაუდოდ აშშ-ს და უელსს გასვლაზე დაუპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ახალზელანდიელები ნევადაში, 70000-იან "ალეჯენტ სთედიუმზე", რომელიც ლას ვეგასის ამერიკული ფეხბურთის გუნდის საშინაო არენაა, აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 30 ოქტომბერს კარდიფში "ფრინსიფალითი სთედიუმზე" უელსს ესტუმრება.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტესტ-მატჩები შედგება, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი თითოეული ტესტიდან დაახლოებით 2-3 მილიონი დოლარის გამომუშავებას ვარაუდობს. გარდა ამისა, "ოლ ბლექსი" ნოემბერში გასვლაზე საფრანგეთს, ირლანდიას და იტალიას შეერკინება.

აღსანიშნავია, რომ "ოლ ბლექსს" ტესტ-მატჩის ეგიდით აშშ-ს წინააღმდეგ გასვლაზე აქამდეც უთამაშია. მათ 2014 წელს ჩიკაგოში "არწივები" 74:6 დაამარცხეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)