სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© გოგიტა ბუხაიძე
დიდი 10-ის მეორე ეტაპის ქვედა ექვსეული მეოთხე ტურში შევარდენის სარაგბო ბაზაზე ერთმანეთს "არმაზი" და "ლელო სარასენსი" დაუპირისპირდნენ.
როგორც იცით, წლევანდელი დიდი 10-დან სამი გუნდი პირდაპირ დაქვეითდება პირველ ლიგაში, ხოლო მესამე ადგილოსანი პლეი-აუტში პირველი ლიგის მეორე ადგილოსან გუნდს ორმატჩიან დუელში შეერკინება. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ორი გუნდი გორის "ჯიქი" და პატარძეულის "ვეფხვები" ქვედა დივიზიონში უკვე ოფიციალურად დაქვეითდა, მესამე უიღბლოს და პლეი-აუტში მოთამაშე გუნდის ვინაობა კი ბოლო ტურებში გაირკვევა.
დღეს ერთმანეთს სწორედ მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. "არმაზი" მოწინააღმდეგე ორი ქულით წინ იყო და გამარჯვების შემთხვევაში, დიდ 10-ში დარჩენისთვის უდიდეს ნაბიჯს გადადგამდა, მაგრამ ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ მოხდა - "ლელო სარასენსმა" მასპინძელი გუნდი აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა, ოთხი უპასუხო ლელო დაუდო და ბონუსით 31:9 იმარჯვა. შესაბამისად, "ლელო სარასენსმა" 21 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე გადაინაცვლა და "არმაზი" სამი ქულით მოიტოვა უკან.
ლელოების გატანა ოთარ ლაშხმა, თენგიზ ზამთარაძემ, ლუკა ხეხელაშვილმა და ლევან პაპიძემ მოახერხეს. სამი გარდასახვა და ჯარიმა ბექა მამუკაშვილმა გაიტანა, ხოლო ერთი გარდასახვა დიტო კალანდაძემ შეასრულა ზუსტად. მასპინძელთაგან სამი ჯარიმა რეზი ჯინჭველაშვილმა გაიტანა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ ოთარ ლაშხი დასახელდა.
ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ 1 მაისს "ლელო არენაზე" შეერკინებიან, რადგან პირველ ტურში მათი დაპირისპირება კორონავირუსის გამო გადაიდო. 
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.