დავით მესხის ბრწყინვალე გარღვევა დღევანდელი მატჩიდან, რომელიც ენისეის ლელოთი დასრულდა (VIDEO)

დავით მესხის ბრწყინვალე გარღვევა დღევანდელი მატჩიდან, რომელიც ენისეის ლელოთი დასრულდა (VIDEO)

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთის 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონატი პლეი-ოფებით განახლდა. მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ყაზანის "სტრელა" შინ "ენისეის" დაუხვდა და დიდი ანგარიშით 7:40 დამარცხდა.

"ენისეის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და ფრთა დავით მესხი. მათ ამ შეხვედრაში ლელო არ გაუტანიათ, თუმცა ორივეს კარგი მატჩი ჰქონდა. მესხმა კი ერთ ეპიზოდში განსაკუთრებით შეძლო თავის გამოჩენა - შეხვედრის 24-ე წუთზე ქართველმა უკანახაზელმა საკუთარი გუნდის კონტრშეტევა ბრწყინვალე გარღვევით წამოიწყო, შესანიშნავი ფინტებით ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და დაახლოებით 25-30 მეტრი მოიგო, რის შემდეგაც ყაზანელებმა მესხის შეჩერება გაჭირვებით მოახერხეს, თუმცა "ენისეიმ" შეტევა საპირისპირო ფრთაზე სწრაფად განაგრძო, მასპინძელთა დაცვამ დროული გადალაგება ვეღარ მოასწრო და მესხის შესანიშნავი გარღვევა საბოლოო ჯამში კრასნოიარსკელთა ლელოთი დასრულდა. გარდა ამისა, მესხმა თავის გამოჩენა სალელოვე გადაცემითაც მოახერხა.

განმეორებითი მატჩი კრასნოიარსკში 23 აპრილს გაიმართება, რომელსაც ინტრიგა უკვე დაკარგული აქვს და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, ნახევარფინალში კრასნოიარსკულ დერბის ვიხილავთ - "ენისეი" "კრასნი იარს" შეერკინება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)