სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© გოგიტა ბუხაიძე
დიდი 10-ის მეორე ეტაპის ზედა ექვსეულის მეოთხე ტურში "აკადემია" "რაგბი პლატოზე" "ბათუმს" დაუხვდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 17:20 დამარცხდა.
"აკადემია" მოგების შემთხვევაში "ბათუმს" დაეწეოდა და პირველი ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობდა, რასთანაც ძალიან ახლოს იყო კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აჭარლებმა იმარჯვეს.
ტაიმი 3:10 დასრულდა. სოსო მათიაშვილმა და მამუკა ნინიძემ თითო ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ლაშა ხმალაძემ მე-8 წუთზე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შესანიშნავი ლელო დადო, რომელიც ნინიძემ გარდასახა.
მეორე ნახევარიც ნინიძის ჯარიმით დაიწყო, თუმცა მალევე 49-ე წუთზე მასპინძლებმა ბრწყინვალე ლელო დადეს, რომელიც გიორგი მიქანაძის ანგარიშზეა, მათიაშვილმა კი გარდასახვა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. ხუთიოდე წუთში "ბათუმმა" სტატუს-კვო ასევე ძალიან ლამაზი ლელოთი აღადგინა, რომელიც საბა შუბითიძემ მიითვალა, გარდასახვა კი კვლავ ნინიძემ გაიტანა. "მხატვრებმა" სხვაობის შემცირება მალე შეძლეს - ლევან ლომაურმა მე-60 წუთზე მოლიდან შეიტანა ლელოში ბურთი, რომელიც მათიაშვილმა გარდასახა და მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ანგარიში 17:20 იყო.
შეხვედრის ბოლო ძალიან დაძაბული გამოდგა: 74-ე წუთზე "აკადემიას" საბა ილურიძე გაუსინბინეს, ხოლო 78-ე და მე-80 წუთზე სტუმართაგან მამუკა ნინიძეს და ჯონდი კორტავას უჩვენეს ყვითელი ბარათები. "აკადემია" ლელოსთან ახლოს იყო, ხუთმეტრიანში იყო და მოლიდან ცდილობდა მეტოქის დალელოვებას, მაგრამ საბოლოო ჯამში "ზღვისპირელებმა" თავი დაიცვეს, მეტოქეს ბურთი აართვეს და მოედანს მიღმა გადააგდეს, რითაც მატჩიც დასრულდა. შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ სოსო მათიაშვილი დასახელდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.