ორიაკი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის 5 ქართველ მორაგბეს ენდობა - ქართული ამბები პრო დ2-დან

ორიაკი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის 5 ქართველ მორაგბეს ენდობა - ქართული ამბები პრო დ2-დან

© Icon Sport

პარასკევს პრო დ2-ის 27-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართება, რომლებშიც 13 ქართველი მორაგბე ითამაშებს.

"მონ-დე-მარსანი" საკუთარ მოედანზე "ბიარიცს" დაუხვდება. ბასკური კლუბის სასტარტო თხუთმეტეულში არიან ბურჯები გიორგი ნუცუბიძე და ლუკა აზარიაშვილი და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, რომელიც მარბიელის პოზიციაზე გაირჯება. 

"კოლომიე" საკუთარ კედლებში "მონტობანს" დაუხვდება. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია ვეტერანი მარჯვენა ბურჯი ბექა შეყლაშვილი.

"სტად ალრიკზე" ერთმანეთს პრო დ2-ში დარჩენისთვის მებრძოლი კლუბები "ორიაკი" და "ანგულემი" შეერკინებიან. ორიაკელთა სასტარტოში იქნებიან მარჯვენა ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო კვაჭი ლუკა ნიორაძე და გიორგი ცუცქირიძე მარქაფაში არიან. "ანგულემის" თადარიგშია მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა.

"პროვანს რაგბი" შინ "კარკასონს" ეთამაშება. პროვანსელთა სასტარტოშია მარჯვენა ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი, სტუმართა თადარიგში კი ნუგზარ სომხიშვილია. 

"ვანი" საკუთარ კედლებში "რუანს" ხვდება. ნორმანდიელთა ძირითადშია "ბორჯღალოსანი" შუამარბი თამაზ მჭედლიძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)