სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ხვალ დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეორე წრე აიღებს სტარტს. თბილისის დროით 14 საათზე მესამე ადგილოსანი "აკადემია" "რაგბი პლატოზე" მის წინ მყოფ "ბათუმს" დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში პოზიციას გადაუცვლის.
"აკადემიის" რიგებში პოზიტიური სიახლეა. "მხატვრებს" ერთ-ერთი ლიდერი დავით მოძღვრიშვილი უბრუნდებათ, რომელმაც ბოლოს 14 თებერვალს გასვლაზე რუსთავის "ხარების" წინააღმდეგ ითამაშა და მატჩის 25-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია. 23 წლის მგეზავს, რომელიც ფულბექის პოზიციაზეც ასპარეზობს, მას შემდგომ აღარ უთამაშია და ხუთი მატჩის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, მოძღვრიშვილი დიდი 10-ის ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა და 97 გატანილი ქულით დამრტყმელთა სიაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. მოძღვრიშვილი "ბათუმთან" მატჩს მარქაფიდან დაიწყებს.
"აკადემიას" მესამეხაზელი თორნიკე ზოიძე ჰყავს დისკვალიფიცირებული. ასევე არ იქნება მესამეხაზელი გუჯუ ალავიძე და ცხრა ნომერი კოტე იაშვილი.
"ბათუმის" განაცხადში ვერ ვხედავთ: ფრთა დავით ტრაპაიძეს, ფულბექ დურმიშხან ჯაბნიძეს და ცხრა ნომერ კობა ბუჯიაშვილს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.