მამუკა გორგოძის ყველა ლელო ჩემპიონთა თასზე (VIDEO)

მამუკა გორგოძის ყველა ლელო ჩემპიონთა თასზე (VIDEO)

ლეგენდარულმა მამუკა გორგოძემ 15-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ევროპის ჩემპიონთა თასზე 38 შეხვედრა ჩაატარა და ამ მატჩებში 7 ლელოს გატანა მოახერხა.

მამუკამ "მონპელიეს" რიგებში 2012/2013 წლების სეზონში ჩემპიონთა თასზე 6 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელო დადო. მან ტურნირზე სადებიუტო ლელოს გატანა 2012 წლის 14 ოქტომბერს "ტულონის" წინააღმდეგ მოახერხა, ხოლო მეორე ლელო 9 დეკემბერს "კარდიფ ბლუზს" დაუდო. გორგოძემ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა თასზე 5 მატჩი გამართა და კვლავ 2 ლელო მიითვალა. მან 2013 წლის 8 დეკემბერს "ლესტერ ტაიგერსი" დაალელოვა, "ბენეტონის" ჯერი კი 2014 წლის 18 იანვარს დადგა.

2014 წელს მამუკამ "მონპელიე" დატოვა და "ტულონს" მიაშურა. მან 2014/2015 წლების ჩემპიონთა თასზე 5-ჯერ ითამაშა და 2015 წლის 17 იანვარს "ალსტერის" დალელოვება მოახერხა. "ტულონი" იმ სეზონში ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. "გორგოძილამ" 2016 წლის 11 დეკემბერს "სკარლეტსის" ლელო აიღო, ხოლო ბოლო ლელო ევროთასებზე 2018 წლის 16 დეკემბერს ყოფილი გუნდის "მონპელიეს" წინააღმდეგ დადო. 

იხილეთ გორგოძის ყველა ლელო ჩემპიონთა თასზე. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)