სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონის მეორე ეტაპის ანუ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურიღა რჩება, შემდეგ კი პლეი-ოფები დაიწყება.
თითოეულმა გუნდმა პირველ ეტაპზე 10 შეხვედრა ჩაატარა. მეორე ეტაპზე "ყოჩები" - "იუნკერების" და "ლელო სარასენსი" - "არმაზის" დაპირისპირება გადაიდო და თითო მატჩით ნაკლები აქვთ, სხვა გუნდებმა კი სამ-სამი მატჩის ჩატარება მოასწრეს.
გაგაცნობთ, თითოეული გუნდის მიღებული ბარათების სტატისტიკას წლევანდელ სეზონში. როგორც ქვემოთ ნახავთ, ყველაზე მეტად ბარათების სიმრავლით თბილისის "ლოკომოტივი" გამოირჩევა, რომლის მორაგბეებმაც 24 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღეს, ხოლო ყველაზე ნაკლები რვა ყვითელი ბარათი "ყოჩების" მოთამაშეებს უჩვენეს. წითელი ბარათით ორ-ორჯერ დაისაჯნენ "ბათუმის" და "ვეფხვების" მორაგბეები, ხოლო წითელი ფერის ბარათი საერთოდ არ მიუღიათ "აიას", "იუნკერებს", "ხარებს" და "ჯიქს".
ზედა ექვსეული
ლოკომოტივი - 24 ყვითელი და 1 წითელი ბარათი
ბათუმი - 11 ყვითელი და 2 წითელი ბარათი
აია - 13 ყვითელი ბარათი
აკადემია - 12 ყვითელი და 1 წითელი ბარათი
იუნკერები - 10 ყვითელი ბარათი
ყოჩები - 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათი
ქვედა ექვსეული
ვეფხვები - 15 ყვითელი და 2 წითელი ბარათი
არმაზი - 14 ყვითელი და 1 წითელი ბარათი
არესი - 14 ყვითელი და 1 წითელი ბარათი
ხარები - 12 ყვითელი ბარათი
ლელო სარასენსი - 9 ყვითელი ბარათი და 1 წითელი ბარათი
ჯიქი - 10 ყვითელი ბარათი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.