თბილისში მყოფმა კრასნი იარმა აკადემიასთან ერთობლივი ვარჯიში გამართა

თბილისში მყოფმა კრასნი იარმა აკადემიასთან ერთობლივი ვარჯიში გამართა

© Yar-rugby.ru

როგორც იცით, "კრასნი იარი" დაახლოებით 10 დღეა თბილისში იმყოფება და "ხვამლი არენაზე" რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის გადის მოსამზადებელ შეკრებას.

წინა კვირას გაუწყეთ, რომ კრასნოიარსკელებმა "ხვამლთან" ერთობლივი ვარჯიში გამართეს, ხოლო დღეს რუსული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ მათ ამჯერად უკვე დიდი 10-ის მესამე ადგილოსანთან "აკადემიასთან" ჩაატარეს საერთო წვრთნა. 

ერთობლივი ვარჯიშით კმაყოფილი დარჩა "კრასნი იარის" სამწვრთნელო შტაბი. საერთო ვარჯიშზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტატიკურ და შეჯგუფებების ნაწილს - შერკინებას, მოლს, რაქს და დერეფანს. რუსული კლუბის შეფასებით, ვარჯიში ინტენსიური და სასარგებლო გამოდგა. 

"კრასნი იარი" თბილისში 23 აპრილამდე დარჩება. ისინი დარჩენილ დროში ტესტ-მატჩის გამართვას არ გეგმავენ, თუმცა შესაძლებელია, რომ ქართულ კლუბებთან ერთობლივი ვარჯიშები კვლავ შედგეს. კრასნოიარსკელები რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში თანაქალაქელ "ენისეის" და ყაზანის "სტრელას" წყვილიდან გამარჯვებულს შეერკინებიან. 

შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარში" სამი ქართველი მორაგბე ასპარეზობს: კვაჭი რობერტ სუთიძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და შუამარბი გიორგი ფრუიძე.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)