სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის 2020/2021 სეზოონის დიდი ფინალი 30 მაისს ჩაინიშნა. საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა რეგულარული სეზონის დარჩენილი და ფლეი ოფის მატჩების განრიგი გაწერა.
კალენდრის შედგენისას საშეჯიბრო კომიტეტმა ზაფხულის საერთაშორისო (სანაკრებო) ფანჯრის განრიგით იხელმძღვანელა და 30 მაისამდე ყოველ კვირაში უნდა შედგეს თამაშები.
კალენდრის თანახმად, მიმდინარე და მომავალ კვირაში მეორე ეტაპის მეოთხე და მეხუთე ტური გაიმართება;
პირველ მაისს გადადებული შეხვედრებია (ზედა ექვსეულში ‘ყოჩები’ – ‘იუნკერები’; ქვედა ექვსეულში ‘ლელო’ – ‘არმაზი’) ჩანიშნული; 7-9 მაისს კი რეგულარული გათამაშების მეორე ეტაპის დასკვნითი ტური შედგება, რითაც ქვედა ექვსეული დასრულდება.
ზედა ექვსეულის გუნდები ფლეი ოფის პირველ ეტაპს 15-16 მაისს გამართავენ, ერთი კვირის თავზე ნახევარფინალებია ჩანიშნული, ქვეყნის ჩემპიონი კი 30 მაისს გამოვლინდება.
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის, ნიაზ მამრიკიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ამ გრაფიკში კორექტივები კოვიდ-პანდემიამ შეიტანოს.
„სანაკრებო თამაშების გრაფიკიდან გამომდინარე, რაგბის კავშირი და კერძოდ საშეჯიბრო კომიტეტი იძულებული გახდა, რომ დიდი 10-ის კალენდარი შეზღუდულ ვადებში გაეწერა. თუმცა, არა ვართ დაზღვეული იმისგან, რომ თამაშების განრიგში კორექტივები კოვიდ 19-მა შეიტანოს. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ორი გადადებული შეხვედრა აღდგომის წინა დღეს ჩაინიშნა. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვქონდა“ – განაცხადა მამრიკიშვილმა.
შეგახსენებთ, ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, ივნისის ბოლოს ბელგიის, ან ჰოლანდიის ნაკრებს უნდა უმასპინძლონ. ზაფხულის სანაკრებო მატჩების განრიგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.