ოფიციალურად: წყნარი ოკეანეთის კუნძულების ორი ფრენჩაიზი სუპერ რაგბის დაემატება

ოფიციალურად: წყნარი ოკეანეთის კუნძულების ორი ფრენჩაიზი სუპერ რაგბის დაემატება

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ 2022 წლიდან სუპერ რაგბის წყნარი ოკეანეთის ორი ფრენჩაიზი, "ფიჯიან დრუა" და "მოანა პასიფიკა" დაემატებიან.

ახალზელანდიურმა რაგბიმ ორივე ფრენჩაიზს პირობითი ლიცენცია მიანიჭა მომდევნო წელს ახალი ფორმატის ტურნირზე ასპარეზობისთვის. ახლა კუნძულელებს ისღა დარჩენიათ, რომ თავიანთი ბიზნეს გეგმების ბოლო ეტაპები დაასრულონ და მოთხოვნები, რომელიც ლიცენზიის პირობებშია ასახული, წარადგინონ 30 ივნისამდე. როგორც ცნობილია, კუნძულელებს ეს პროცესიც ბოლოსკენ ჰყავთ მიყვანილი და სულ მალე ყველა საჭირო დოკუმენტი მზად ექნებათ.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც გუნდებმა უნდა წარადგინონ არის ის, რომ თითოელი ფრენჩაიზი დაფინანსებული იქნება წლიურად მინიმუმ 7 მილიონი აშშ დოლარით. ასევე ცნობილია, რომ "მსოფლიო რაგბი" სამი წლის განმავლობაში წყნარი ოკეანეთის ორ ფრენჩაიზს ჯამში 7 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება. დანარჩენ თანხას ფრენჩაიზები თავიანთი რაგბის კავშირებისგან, ადგილობრივი და საერთაშორისო სპონსორებისგან მოიზიდავენ.

"ლიცენზირების დამტკიცების შემდეგ, "მოანა პასიფიკას" და "ფიჯიან დრუას" შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ბიზნეს გეგმების ბოლო ეტაპების დასრულებას და დაიწყონ მათი სამწვრთნელო სტაფის და შემადგენლობის დაკომპლექტება მომზავნო სეზონისთვის", - ამბობს "ოლ ბლექსის" ლეგენდა სერ მაიკლ ჯონსი, რომელსაც სამოას ნაკრების კვართითაც უთამაშია და ამჟამად ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის საბჭოს წევრია.

ცნობისთვის, "ფიჯიან დრუა" ფიჯის რაგბის კავშირის ფრენჩაიზია, რომელიც 2017 წლიდან ავსტრალიის შიდა ჩემპიონატში ასპარეზობს და 2018 წელს ჩემპიონი გახდა, ხოლო "მოანა პასიფიკაზე" ახალ ზელანდიაშია დაფუძნებული, თუმცა მთლიანად სამოელი, ფიჯელი და ტონგელი მორაგბეებისგან შედგება. 
 
ფიჯის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის ჯონ ო'კონორის თქმით, სუპერ რაგბიში ჩართვა კუნძულელებისთვის და კონკრეტულად ფიჯელებისთვის ახდენილი ოცნება იქნება, რის შემდეგაც ადგილობრივ მორაგბეებს საშუალება ექნებათ, რომ უმაღლესი დონის ტურნირზე სამშობლოში ითამაშონ და ამის გამო, უცხოეთში წასვლა აღარ მოუწევთ. ო'კონორმა აღნიშნა, რომ "ფიჯიან დრუას" ავსტრალიის ჩემპიონატში დამატების შემდეგ, მათ ამ ფრენჩაიზიდან 20-ზე მეტი მორაგბე გამოიძახეს ნაკრებში, ხოლო 26 მოთამაშემ უცხოეთში პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა და ამ შესაძლებლობისთვის "რაგბი ავსტრალიას" მადლობა გადაუხადა.

როგორც იცით, ამჟამად "სუპერ რაგბი აოტეაროა" და "სუპერ რაგბი ავსტრალია" მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგაც ტრანს-ტასმან სუპერ რაგბი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ხუთ-ხუთ ახალზელანდიური და ავსტრალიური ფრენჩაიზი მიიღებს მონაწილეობას. კუნძულელები სწორედ ტრანს-ტასმან სუპერ რაგბის დაემატებიან, რომელშიც 2022 წელს 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"