სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Dave Snook
აშშ-ის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ჰიუსტონ საბერსქეთი" საკუთარ მოედანზე "სან დიეგოს" დაუხვდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 34:32 აჯობა.
"ჰიუსტონის" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომელმაც თამაში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე დაიწყო, მეორე ნახევარში კი ასპარეზობა მარჯვენა ბურჯის ამპლუაში განაგრძო და მინდორზე 80 წუთი გაატარა, რაც ბურჯისთვის იშვიათი შემთხვევაა. 28 წლის ხატიაშვილმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და შესანიშნავად იასპარეზა, როგორც სტატიკაში, ასევე ღია თამაშში. ნიკამ მოწინააღმდეგე შერკინების სტატიკაში პირწმინდად დაჩაგრა და არაერთხელ დააჯარიმა, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან "ჰიუსტონის" რამდენიმე შედეგიანი შეტევა სწორედ შერკინებებში დომინირებას მოჰყვა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "ჰიუსტონი" ბოლო წუთამდე შვიდქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა გაწითლებულ დროში ლელო გაუშვა და სტუმრებს მატჩის გადარჩენის რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ გარდასახვის გატანა ვერ მოახერხეს და მასპინძლებმა ორქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
"ჰიუსტონს" ოთხი მატჩიდან ორი მოგება და ორი მარცხი აქვს. ისინი დასავლეთ კონფერენციაში 9 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.
იხილეთ ყველა შერკინება ზემოხსენებული მატჩიდან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.