ნიკოლოზ ხატიაშვილი აშშ-ის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ნიკოლოზ ხატიაშვილი აშშ-ის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

© Dave Snook

აშშ-ის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ჰიუსტონ საბერსქეთი" საკუთარ მოედანზე "სან დიეგოს" დაუხვდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 34:32 აჯობა.

"ჰიუსტონის" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომელმაც თამაში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე დაიწყო, მეორე ნახევარში კი ასპარეზობა მარჯვენა ბურჯის ამპლუაში განაგრძო და მინდორზე 80 წუთი გაატარა, რაც ბურჯისთვის იშვიათი შემთხვევაა. 28 წლის ხატიაშვილმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და შესანიშნავად იასპარეზა, როგორც შერკინებაში, ასევე ღია თამაშში. ოდნავ მოგვიანებით, ჩვენ აღნიშნული მატჩიდან ნიკას შერკინებების კოლაჟს შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "ჰიუსტონი" ბოლო წუთამდე შვიდქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა გაწითლებულ დროში ლელო გაუშვა და სტუმრებს მატჩის გადარჩენის რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ გარდასახვის გატანა ვერ მოახერხეს და მასპინძლებმა ორქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

"ჰიუსტონს" ოთხი მატჩიდან ორი მოგება და ორი მარცხი აქვს. ისინი დასავლეთ კონფერენციაში 9 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)