სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© KOKI NAGAHAMA
იაპონიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "სანტორი სანგოლიასი" საკუთარ მოედანზე "შაინინგს" დაუხვდა და დიდი ანგარიში 94:31 დაამარცხა.
მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მოწინააღმდეგეს 14 ლელო დაუდეს, თავად კი ოთხი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ "შაინინგი" სუსტი გუნდი სულაც არაა და "წითელ ჯგუფში" მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. ამ გუნდში თამაშობენ შოტლანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ და ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მგეზავი კრისტიან ლეალი'იფანო. ლეიდლოუმ "სანტორის" წინააღმდეგ ითამაშა ოთხი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა.
"სანტორი სანგოლიასი" ტოპ ლიგის "წითელ ჯგუფს" 34 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ტოიოტა ვერბლიცს" 6 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ჰეიგის შეგირდებმა შვიდ მატჩში 60 ლელოს და 420 ქულის გატანა მოახერხეს, ხოლო 129 გაუშვეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.