სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფრანგული პრესის ცნობით, ნიკა ნეფარიძე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "გრენობლს" დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ მთელი რიგი ცნობილი ფრანგული გამოცემები, მათ შორის Le Dauphiné Libéré, Allrugby და Rugbyrama.
ზემოხსენებული გამოცემების ცნობით, "გრენობლს" სეზონის დასრულების შემდეგ ოთხი მორაგბე დატოვებს: კვაჭი ლორენ ბუშე, შუამარბი ალასკა ტაუფა და მარცხენა ბურჯები ნიკა ნეფარიძე და დილან ჟაკო. ამ მოთამაშეებს 30 ივნისს "გრენობლთან" კონტრაქტი ეწურებათ, რომლის გახანგრძლივებაც აღარ ხდება.
25 წლის ნეფარიძე "გრენობლმა" 2019 წელს გაიფორმა, თუმცა ერთი წლით იჯარით "ვანში" დატოვა. მან წლევანდელ პრო დ2-ში 16 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 6-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო. ნიკამ იქამდე "ვანში" ორი სეზონი ჩაატარა და პრო დ2-ში 28-ჯერ ითამაშა - აქედან 8 მატჩი სასტარტო თხუთმეტეულიდან დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობს ნიკა კარიერას.
შეგახსენებთ, რომ "გრენობლში" კიდევ ორი ქართველი ბურჯი ასპარეზობს: ილია კაიკაციშვილი და ნიკა ღვალაძე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.