სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში "ბორდო" "სტად შაბან-დელმაზე" "რასინგ 92"-ს დაუხვდა და მატიო ჟალიბერის მიერ გაწითლებულ დროში გატანილი ჯარიმის წყალობით 24:21 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ლელო საერთოდ არ გასულა და გუნდებმა მხოლოდ ჯარიმებით მოიპოვეს ქულები. პირველი ნახევარი ფრედ 9:9 დასრულდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში 18:18 იყო. 75-ე წუთზე მატიო ჟალიბერმა "ბორდო" დააწინაურა, მაგრამ 79-ე წუთზე ტედი ირიბარენმა ანგარიში გაათანაბრა და თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო და დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ 82-ე წუთზე მატიო ჟალიბერმა საკუთარი ნახევრიდან გაიტანა ჯარიმა და "ბორდო" ნახევარფინალში გავიდა.
"ბორდოს" რიგებში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ლექსო ყაულაშვილი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო "რასინგ 92"-ის შემადგენლობაში 43-ე წუთზე შევიდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც 71-ე წუთამდე ითამაშა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.