ბორჯომი რეგიონული ლიგის გამარჯვებულია და პირველ ლიგაში აღზევდა

ბორჯომი რეგიონული ლიგის გამარჯვებულია და პირველ ლიგაში აღზევდა

© Borjomi rugby club

"ბორჯომი" 2020/2021 წლების სეზონის რეგიონული ლიგის გამარჯვებულია და მომდევნო სეზონს პირველ ლიგაში გაატარებს.

ბორჯომელები ბოლო ტურში "ხვამლი არენაზე" ვანის "აიეტს" დაუხვდა და ბონუსით 67:17 დაამარცხა. შესაბამისად, მათ 63 ქულა დააგროვეს, "გორს" ერთი ქულით გაუსწრეს და ზედა ლიგაში აღზევდნენ.

"გორმა" საკუთარ მოედანზე ქედას "ფირალებს" ბონუსით 50:0 სძლია და მეორე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, გორელები პირველ ლიგაში გადასვლას პლეი-ოფით შეეცდებიან და ორმატჩიან დუელში პირველი ლიგის ქვედა ექვსეულის გამარჯვებულს შეერკინებიან, რომელიც ქუთაისის "ბაგრატი" ან წყალტუბოს "დინოზავრი" იქნება. 

"რაშები" კი სეზონის ბოლო მატჩში "რაგბი ჭალაზე" "წიქარასთან" უხვქულიან მატჩში 26:34 დამარცხდა. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)