უპრეცედენტო შემთხვევა დიდ 10-ში: ჯიქმა ლელოსთან 13 კაცით ითამაშა და მატჩი 62-ე წუთზე დასრულდა

უპრეცედენტო შემთხვევა დიდ 10-ში: ჯიქმა ლელოსთან 13 კაცით ითამაშა და მატჩი 62-ე წუთზე დასრულდა

© გოგიტა ბუხაიძე

გორის "ჯიქის" პრობლემების შესახებ არაერთხელ მოგახსენეთ და იცით, რომ გუნდი სერიოზულ კრიზისშია - წინა თამაშებში სათადარიგო მოთამაშეები ხან ჰყავდა და ხან არა. გარდა ამისა, გორელთა შემადგენლობაში იყვნენ 43 წლის ვეტერანი "ბორჯღალოსანი" და ძირითადად ჭაბუკთა ლიგის მორაგბეები და გუნდს ეტყობოდა, რომ ეს იყო უცბად შეკრებილი გუნდი, რომ როგორმე მინდორზე გასულიყო და ტექნიკური წაგება არ ჩათვლოდა, რასაც შემდგომ სანქციები მოჰყვება. "ჯიქს" წინა ხუთ მატჩში 544 ქულა ჰქონდა გაშვებული, გატანილი კი მხოლოდ 10 ქულა. 

დღეს "ჯიქის" მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებული იყო, რადგან ამჯერად გუნდმა 15 მორაგბის შეგროვებაც ვერ მოახერხა და თამაში 13 მორაგბით დაიწყო. გუნდს ხაზში ორი მორაგბე აკლდა და ფრთების გარეშე თამაშობდა. 

მატჩის მიმოხილვას არანაირი აზრი არ აქვს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "ლელო სარასენსმა" 16 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, რომელთგან ხუთი მატჩის საუკეთესო მორაგბის ნიკა ბაგაშვილის ანგარიშზეა. "ჯიქმა" ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა. 

იქიდან გამომდინარე, რომ "ჯიქი" 13 კაცით თამაშობდა, მეორე ნახევარში ორი მორაგბე დაემტვრა და მათი შეცვლა არ შეეძლო, 11 კაცით რჩებოდა. შესაბამისად, 62-ე წუთზე ორივე გუნდი შეთანხმდა, რომ მატჩი დასრულებულიყო და საბოლოო ჯამში "ლელო სარასენსმა" 102:3 იმარჯვა. 

ფაქტია, რომ მსგავსი მატჩები ძალიან მძიმე სანახავია და სერიოზულად აზიანებს გათამაშების პრესტიჟს. წინა სეზონებში რეგიონულ ლიგებში და პირველ ლიგაში იყო შემთხვევები, რომ რომელიმე გუნდს განაცხადის ან თხუთმეტეულის შევსება გასჭირვებია, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ასეთი რამ არ ხდებოდა და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი პრობლემას ვაწყდებით უმაღლეს ლიგაში და ერთი გუნდი მიჯრით რამდენიმე მატჩი 100 ქულაზე მეტს უშვებს. ვიმედოვნებთ, რომ როგორმე ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)