დიდი 10: აიამ გასვლაზე იუნკერები მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა (VIDEO)

დიდი 10: აიამ გასვლაზე იუნკერები მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა (VIDEO)

© მარიამ გაგნიძე

დიდი 10-ის მეორე ეტაპის ზედა ექვსეულის მესამე ტურში "იუნკერები" ავჭალის სტადიონზე "აიას" დაუხვდა და მინიმალური სხვაობით 13:14 დამარცხდა.

მასპინძელთაგან ყველა ქულა რამაზ ხარაზიშვილის ანგარიშზეა. მან 22-ე წუთზე მოწინააღმდეგის უყურადღებობით ისარგებლა, ბურთს ორჯერ მიარტყა ფეხი და ლელოში შეიგორა, სადაც მოწინააღმდეგეს დაასწრო და ბურთის დამიწებაც მოახერხა. რამაზმა გარდასახვა და კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. ქუთაისელებმა ლელო 28-ე წუთზე დადეს - გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმიდან ძელს გაარტყა ბურთი, რომელიც "იუნკერების" 22-ში დაეცა და მას ქუთაისელი მორაგბეები დაეუფლნენ, შეტევა გაგრძელდა და საბოლოო ჯამში ნოდარ ჭეიშვილის ლელოთი დასრულდა. ბაბუნაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 10:11 დასრულდა.

მეორე ნახევარში ხარაზიშვილმა და ბაბუნაშვილმა თითო ჯარიმა გაიტანეს, ლელო კი აღარ გასულა და მატჩი 13:14 დასრულდა. შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ "აიას" მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი დასახელდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)