სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ბადრი კეთილაძე
დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ტურში "არესი" ქუთაისში "ხარებს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 20:15 სძლია.
რუსთაველთა რიგებიდან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" ირაკლი ნატრიაშვილმა. 37 წლის კვაჭმა 21-ე წუთზე მოლიდან მოხსნა ბურთი და მოწინააღმდეგის ლელოში მარტივად შევიდა ბურთის დასამიწებლად, ხოლო 37-ე წუთზე საკუთარი გუნდის შეტევა თავისი ლელოდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით წამოიწყო, ბრწყინვალე ფინტებით დაახლოებით 30 მეტრი გაირბინა და ზუსტი გადაცემა გააკეთა, მისმა გუნდელებმა შეტევა სათანადოდ განაგრძეს, რომელიც საბოლოოდ ვაჟა ხუციშვილის ლელოთი დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ნატრიაშვილს 2006-2015 წლებში საქართველოს ნაკრების კვართით 40-ჯერ უთამაშია და 4 ლელოს გატანა მოახერხა. ის სხვადასხვა პერიოდში "ბრივში", "ტულონში" და "კლერმონში" თამაშობდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.