სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სუპერ რაგბი აოტეაროას მეშვიდე ტურში "ჰარიქეინსი" ველინგტონში "კრუსეიდერსს" დაუხვდა და დამატებით დროში გაშვებული არეკნით 27:30 დამარცხდა.
მატჩი ჩინებული საყურებელი გამოდგა. შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და ჯორდი ბარეტის ჯარიმას, ჯორჯ ბრიჯმა ორი ლელოთი უპასუხა, რომლებიც რიჩი მო'უნგამ გარდასახა და კიდევ ერთი ჯარიმა შემატა. ამის შემდეგ, მასპინძლებიც გამოფხიზლდნენ და სამწუთიან მონაკვეთში ნგანი ლაუმაპემ და ჯულუან სავეამ ბრწყინვალე ლელოები დადეს, რომლებიც ბარეტმა გარდასახა და ტაიმი 17:17 დასრულდა.
მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო და ჯარიმა გაცვალეს. ლელოები ვეს გუსენის და სევუ რისის ანგარიშზეა. დარტყმები კი ბარეტმა და მო'უნგამ შეასრულეს ზუსტად. ბოლო წუთებზე ბარეტი დაახლოებით 70 მეტრიდან შესრულებული ჯარიმით ცდილობდა გამარჯვების მოტანას "გრიგალებისთვის", მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა. ამრიგად, ძირითადი დრო ფრედ 27:27 დასრულდა.
დამატებით დროში კი დევიდ ჰავილიმ იყოჩაღა, რომელმაც 82-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან არეკნი შეასრულა ზუსტად და "კრუსეიდერსს" გამარჯვება მოუპოვა. როგორც იცით, სუპერ რაგბი აოტეაროაში დამატებით დროში ოქროს ქულის წესი მოქმედებს და პირველი ქულის მოპოვებისთანავე, მატჩი სრულდება. ![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.