დიდი 10: აკადემიამ ყოჩები მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ხუთმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა

დიდი 10: აკადემიამ ყოჩები მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ხუთმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა

© ანი რეხვიაშვილი

დიდი 10-ის ზედა ექვსეულის მესამე ტურში "ყოჩები" "რაგბი პლატოზე" "აკადემიას" დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

პირველი ნახევარში ლაშა მაღალურაძემ თავიდან ორი ჯარიმა გაიტანა და "ყოჩები" დააწინაურა, შემდეგ კი საბა ილურიძემ "აკადემიის" ჩინებული შეტევა ლელოთი დააბოლოვა, რომელიც სანდრო მარგიანმა გარდასახა, შემდეგ კი მან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 6:10 დასრულდა. მეორე ნახევარში ლელო აღარ გასულა: მასპინძლებმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა ერთი და მატჩი 12:13 დასრულდა. 

"აკადემიამ" ხუთმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და 18 ქულა დააგროვა, რითაც "აიას" გაუთანაბრდა, ხოლო "ყოჩები" 10 ქულით მეხუთე ადგილზეა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)