დიდი 10: არესმა ხარები დაამარცხა და ქვედა ექვსეულში მეორე ადგილი შეინარჩუნა

დიდი 10: არესმა ხარები დაამარცხა და ქვედა ექვსეულში მეორე ადგილი შეინარჩუნა

© ბადრი კეთილაძე

დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ტურში "არესი" ქუთაისში "ხარებს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 20:15 სძლია.

"არესი" მატჩის დებიუტში ბადრი დანგაძის ლელოთი დაწინაურდა, რომელიც ბონდო აბაშიძემ გარდასახა. 21-ე წუთზე "ხარებმა" წონასწორობა აღადგინა და ამის გაკეთება ლელოთი ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" ირაკლი ნატრიაშვილა შეძლო, რომელიც ვაჟა ხუციშვილ გარდასახა, მან 37-ე წუთზე ლელოც დადო, გაწითებულ დროში კი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 7:15 დასრულდა.

მეორე ნახევარში რუსთაველებმა ქულა ვეღარ მოიპოვეს. სამაგიეროდ, ამის გაკეთება მასპინძლებმა მოახერხეს: 44-ე წუთზე ბადრი დანგაძემ დადო ლელო, გარდასახვა კი აბაშიძემ გაიტანა, რომელმაც მალევე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, 71-ე წუთზე კი ჯარიმა შეცვლაზე შემოსულმა დავით გობეჯიშვილმა შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

"ხარებმა" ნუგეშის ქულა აიღო და 24 ქულით ქვედა ექვსეულის ლიდერია, ხოლო "არესი" 18 ქულით მეორე ადგილზეა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)