აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
© PA
იტალიის ნაკრებისთვის წლევანდელი 6 ერის გათამაშებაც ისეთივე წარუმატებელი გამოდგა, როგორიც წინა ხუთი ტურნირი. "აძური" ზედიზედ ექვსი სეზონია მხოლოდ აგებს 6 ერში.
20 მარტს 2021 წლის 6 ერის ბოლო ტურში იტალია გასვლაზე შოტლანდიასთან 10:52 განადგურდა. ეს იყო ზედიზედ 32-ე მარცხი 6 ერში და ყოველწლიურად ისინი ამ ანტი-რეკორდს აუარესებენ. მათ უკანასკნელად 2015 წლის 28 თებერვალს გასვლაზე სწორედ შოტლანდიის წინააღმდეგ იმარჯვეს (22:19), მას შემდგომ კი უკვე 6 სეზონია, რაც "აძურის" ამ ტურნირზე მხოლოდ აგებს.
იტალიამ წლევანდელ 6 ერში მხოლოდ 6 ლელოს დადება შეძლო, ხოლო 34 გაუშვა. სულ კი გაიტანა 55 ქულა, თავად კი 239 ქულა მიიღო.
აქამდე, იტალიას დამცველები ასე თუ ისე ჰყავდა და უცხოელი გულშემატკივრების ნაწილი წერდა, რომ "აძურის" დრო სჭირდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, იტალიის ასეთი სუსტი თამაში მათაც ყელში ამოუვიდათ და წლევანდელი 6 ერის შემდეგ, გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა "აძურის" მკაცრად აკრიტიკებს და ისინი ვეღარ ხედავენ მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს ხელშეუხებელი იტალია. ფანები ფიქრობენ, რომ 6 ერის ფორმატში ცვლილებების დრო მოვიდა.
გთავაზობთ უცხოელი გულშემატკივრების მოსაზრებებს, რომლებიც სხვადასხვა გვერდებიდან ამოვკრიბეთ.
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს და 6 ერის ბოლო ადგილოსანს, ანუ იტალიას შორის უნდა დაწესდეს ორმატჩიანი პლეი-ოფი, გამარჯვებული კი 6 ერში მოხვდეს."
"იტალია ტურნირს ჩამოსაცილებელია, რადგან ის უბრალოდ უსარგებლო გუნდია. ჩავრთოთ საქართველოს ნაკრები."
"6 ერის ბოსები 2098 წელსაც იტყვიან, რომ იტალია თავის რეალურ ძალას მომდევნო წელს გვაჩვენებს, ხოლო საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს მეტ მატჩს პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ."
"მე ძალიან მიყვარს იტალია და იტალიელი ხალხი, მაგრამ რას აკეთებენ ისინი 6 ერში? ეს არის ძალიან ცუდი გუნდი, რომელიც ყოველთვის დიდი ანგარიშით მარცხდება. ისევ 5 ერს დავუბრუნდეთ."
"საქართველოს შანსი სჭირდება. იტალია უნდა დაქვეითდეს."
"იტალია ქმნის ძალიან მოსაწყენ თამაშს და არ ვიცი, ამდენი ხანი ამაზე რეაგირება რატომ არ აქვს ტურნირის ხელმძღვანელობას. რაღაც უნდა შეიცვალოს."
"ხის კოვზის მფლობელის ვინაობა ყოველ წელს ცნობილია. ჯობს, რომ უბრალოდ შეინახონ იტალიელებმა."
"იმედი მაქვს, რომ იტალიის რაგბის კავშირი რაღაცას მოიმოქმედებს და ყველაფერს შეცვლის სტაფში. საწყენია მათი ასეთი მატჩების ყურება."
"იტალია უბრალოდ სასაცილოა. დროა, რომ საქართველომ აქ თამაშის შესაძლობლობა მიიღოს."
"ვფიქრობ, რომ იტალია უნდა დაქვეითდეს და ის ჩაანაცვლოს საქართველომ. იტალიას შემდეგ 6 ერში დაბრუნება ისევ შეეძლებოდა და ეს თავად ამ გუნდის მოტივაციისთვისაც კარგი იქნებოდა. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ყველა თამაშს აზრი ექნებოდა."
"იტალიის ნაკრების თამაშის წყალობით 6 ერის თამაშების მესამედის ყურება ძალიან მოსაწყენი გახდა და აზრი დაკარგა, რადგან ყველამ წინასწარ ვიცით, თუ ვინ იქნება გამარჯვებული იმ მატჩებში, რომლებშიც იტალია თამაშობს."
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.
საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ფიჯისთან ფრით დაასრულა.