გოგინავას ლელო, ბოლო წუთებზე მარცხი და ანგულემის თითქმის გამოუვალი მდგომარეობა (VIDEO)

გოგინავას ლელო, ბოლო წუთებზე მარცხი და ანგულემის თითქმის გამოუვალი მდგომარეობა (VIDEO)

პრო დ2-ის 26-ე ტურში "ანგულემი" შინ "მონტობანთან" მინიმალური სხვაობით 31:32 დამარცხდა და პრო დ2-ში დარჩენის შანსი თითქმის ნულამდე დაიყვანა.

"ანგულემმა" ტაიმი ძალიან სუსტად ჩაატარა და 14:29 წააგო, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობა მოიპოვა და სამი ლელო გაიტანა, რომელთაგან მხოლოდ ერთის გარდასახვა მოხერხდა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მასპინძლები 2 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ ბოლო წუთებზე კი დაჯარიმდნენ, რითაც ჟერომ ბოსვილმა ისარგებლა და ჯარიმა ზუსტად შეასრულა, რითაც სტუმრებმა იმარჯვეს.

"ანგულემის" ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა, რომელმაც მე-15 წუთზე ლელოს გატანა მოახერხა. მან 63-ე წუთამდე ითამაშა. მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი მინდორზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მარჯვენა ბურჯი ზაურ თევდორაშვილი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო.

პრო დ2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "ანგულემი" 36 ქულით ბოლო ადგილზეა და მე-14 ადგილოსან "ორიაკს" რვა ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)