დიდი 10: არმაზმა ვეფხვები ბოლო წუთზე დაამარცხა და ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

დიდი 10: არმაზმა ვეფხვები ბოლო წუთზე დაამარცხა და ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

© მარიამ გაგნიძე

დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ტურში პატარძეულის "ვეფხვები" რუსთავში მარნეულის "არმაზს" დაუხვდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

ნომინალურმა მასპინძლებმა ტაიმი 14:9 მოიგეს. პატარძეულელთაგან ორივე ლელო კვაჭმა ლევან ჭავჭავაძემ დადო, რომლებიც ნიკა ბეჟუაშვილმა გარდასახა, ხოლო სტუმართაგან სამი ჯარიმა რეზი ჯინჭველაშვილმა  გაიტანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში "არმაზის" კაპიტანმა სანდრო კალმახელიძემ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, 67-ე წუთზე კი ბეჟუაშვილმა ჯარიმა გაიტანა და "ვეფხვები" 3 ქულით გავიდა წინ. პატარძეულელები ზედიზედ მეორე გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე მიჯრით რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რითაც ირაკლი მაჩხანელის შეგირდებმა ისარგებლეს და ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკო ტაბაღუამ გამარჯვების მომტანი ლელო დადო, რომელიც ჯინჭველაშვილმა გარდასახა და მატჩი 17:21 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ ლუკა მატკავა დასახელდა. 

"არმაზმა" 18 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "ვეფხვები" 10 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)