დიდი 10: ბათუმმა გასვლაზე ლოკომოტივი დაამარცხა და გალიდერდა

დიდი 10: ბათუმმა გასვლაზე ლოკომოტივი დაამარცხა და გალიდერდა

© ანი რეხვიაშვილი

დიდი 10-ის ზედა ექვსეულის მესამე ტურში "ლოკომოტივი" შევარდენის სარაგბო ბაზაზე "ბათუმს" დაუხვდა და 21:28 დამარცხდა.

"ლოკომოტივმა" ტაიმი 14:7 მოიგო. მასპინძელთაგან ლელოები ბექა წიკლაურმა და გიორგი გეგიამ დადეს, გარდასახვები წიკლაურმა შეასრულა ზუსტად, ხოლო აჭარელთაგან მატჩის დებიუტში ლელო ბექა ურჯუკაშვილმა გაიტანა, რომელიც მამუკა ნინიძემ გარდასახა.

მეორე ნახევარში "ბათუმმა" უპირატესობა მოიპოვა და სამი გარდასახული ლელო დადო, რომლებიც მიხეილ წიკლაურის, ზურა თუთბერიძის და ვანო ფუტკარაძემ დადეს, გარდასახვები კი მამუკა ნინიძემ შეასრულა ზუსტად და სტუმრები 14 ქულით გავიდნენ წინ. "ლოკომოტივმა" ბოლო 10 წუთში გამოიღვიძა და ბოლო წუთზე მოლიდან ფარნა გასვიანმა შეიტანა ბურთი, რომელიც ვახტანგ კავთიძემ გარდასახა და მატჩი 21:28 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ გიორგი თხილაიშვილი დასახელდა. 

ამრიგად, "ლოკომოტივს" ნუგეშის ქულა ერგო და 13 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "ბათუმი" 21 ქულით გალიდერდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)