სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
ხუთშაბათს პრო დ2-ის 26-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.
გათამაშების ლიდერი "პერპინიანი" "სტად ემ ჟირალზე" მესამე ადგილოსან "ბიარიცს" დაუხვდა და 29:27 აჯობა. აღნიშნულ მატჩში ხუთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა.
კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გამოცდილი მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, რომელიც 61-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. ბასკური კლუბის სასტარტო თხუთმეტეულში გახლდათ მარცხენა ბურჯი გიორგი ნუცუბიძე, რომელმაც 44-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მარქაფაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი ვახტანგ ახობაძე და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. ახობაძემ ბოლო 10 წუთი ითამაშა, ხოლო ჯალაღონია მინდორზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ "პერპინიანმა" ორი გარდასახული ლელო დადო, ხოლო "ბიარიცმა" სამი (ორი გარდასახული ლელო და ერთი საჯარიმო ლელო), თუმცა გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ, რადგან კატალონიელებმა ხუთი ჯარიმა გაიტანეს, ბასკებმა კი ორი. პირველი ნახევარი "პერპინიანმა" სუსტად ჩაატარა და 9:20 დამარცხდა, თუმცა მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა გადაიბარა და საბოლოო ჯამში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო "ბიარიცს" 76-ე წუთზე დადებული ლელოთი ნუგეშის ქულა ერგო.
დღის მეორე მატჩში "ოიონამ" შინ "ბეზიე" 38:20 დაამარცხა. მასპინძელთა მარქაფაში იყვნენ ბურჯები ბექა კაკაბაძე და ირაკლი მირცხულავა. კაკაბაძე თამაშში 36-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო მირცხულავა მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე მინდორი დატოვა. აღსანიშნავია, რომ "ოიონას" 34-ე წუთზე მარცხენა ბურჯი ტომი რაინო წითელი ბარათით გაუძევეს, თუმცა ამის მიუხედავად, მათ გამარჯვება მაინც მოიპოვეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.