სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო და ბევრისთვის საუკეთესო ქართველმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა, კარიერა გასულ წელს დაასრულა.
სახელოვანი, ბრწყინვალე კარიერის დასასრული უცნაური გამოდგა: კორონავირუსის გამო ტოპ 14-ის 2019/2020 წლების სეზონი მარტის დასაწყისში შეწყდა და აღარ განახლდა. შესაბამისად, ზირაქაშვილმა კარიერა ისე დაასრულა, რომ გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარება ვერ შეძლო. ფრანგულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ჩატარებულიყო ისეთი მატჩი, რომელშიც მოხდებოდა ტოპ 14-ის იმ ვარსკვლავებზე გამომშვიდობება, რომლებმაც კარიერა 2020 წლის ზაფხულში დაასრულეს და პანდემიის გამო, გულშემატკივრებმა საყვარელ მორაგბესთან დამშიდობება ტრიბუნიდან ვერ მოახერხეს. ამ ვარსკვლავებში უპირველესად სწორედ ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე იგულისხმებოდნენ, თუმცა კორონავირუსი კვლავ მძვინვარებს, სტადიონზე გულშემატკივრების დაშვება კვლავ ვერ ხდება და შესაბამისად, ამ იდეამ ხორცი ვერ შეისხა.
"კლერმონის" გულშემატკივრებმა ვერ შეძლეს და ზირაქაშვილი ტრიბუნებიდან უხვი ტაშით ვერ დააჯილდოვეს იმ დამსახურებისთვის და წვლილისთვის, რომელიც "ზირაქამ" 16 წლის განმავლობაში საკუთარი ბრწყინვალე თამაშით "ვულკანებს" მოუტანა. პანდემიის გამო, მათ სოციალური ქსელებიდან მოუწიათ მადლობების გადახდა თავიანთი გუნდის ლეგენდარული ბურჯისთვის. "ვულკანების" ფანები დათოს (როგორც თავად მიმართვენ) ყოველთვის ძალიან თბილად მოიხსენიებენ, უზომოდ დიდ პატივს სცემენ და ქალაქ კლერმონ-ფერანის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი და ავტორიტეტული სპორტსმენია.
ზირაქაშვილი "კლერმონში" 2004 წელს "ობენადან" გადავიდა. "ზირაქამ" "ვულკანებში" 16 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორჯერ-ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ჩელენჯ თასის გამარჯვებული. გარდა ამისა, "კლერმონი" სამჯერ (2013, 2015, 2017) ჩემპიონთა თასის ფინალში, ხოლო ხუთჯერ (2007, 2008, 2009, 2015, 2019) ტოპ 14-ის ფინალში დამარცხდა. საბოლოო ჯამში, დათომ "ვულკანების" რიგებში 337 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 18 ლელო გაიტანა.
მან 263 შეხვედრა ტოპ 14-ში ჩაატარა და ამდენი მატჩი ფრანგულ ელიტაში არცერთ ქართველ მორაგბეს არ ჩაუტარებია, ისევე როგორც ჩემპიონთა თასზე, სადაც "ზირაქამ" 65-ჯერ ითამაშა, ხოლო ჩელენჯ თასზე 9 შეხვედრა ჩაატარა. დათო ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული. რამდენჯერმე მოხვდა ტოპ 14-ის სეზონის სიმბოლურ გუნდში, ხოლო გულშემატკივრებმა "კლერმონის" ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეულში შეიყვანეს.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია ლეგენდარული დავით ზირაქაშვილის გამორჩეული მომენტების ნაწილი მისი სახელოვანი საკლუბო კარიერიდან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.