ფრანგების დომინირება ჩემპიონთა თასზე - როგორ დაწყვილდნენ გუნდები მეოთხედფინალში?

ფრანგების დომინირება ჩემპიონთა თასზე - როგორ დაწყვილდნენ გუნდები მეოთხედფინალში?

10 და 11 აპრილს 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება.

ჯერჯერობით ტურნირი ფრანგული კლუბების დომინირებით მიმდინარეობს და მეოთხედფინალში რვა გუნდიდან ხუთი ფრანგულია. გარდა ამისა, ორი ფრანგული კლუბი აუცილებლად ითამაშებს ნახევარფინალში, რადგან მეოთხედფინალში ორი ფრანგული წყვილია. დარჩენილი სამი გუნდიდან ორი ინგლისურია, ერთი კი - ირლანდიური.

შემორჩენილი რვა გუნდიდან ქართველი მორაგბეები ორში ასპარეზობენ. "ბორდოს" ღირსებას ლექსო ყაულაშვილი, ლაშა ტაბიძე და ბექა გორგაძე იცავენ, ხოლო "რასინგ 92"-ის რიგებში გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი ასპარეზობენ. ეს გუნდები ერთმანეთს 11 აპრილს "სტად შაბან-დელმაზე" შეერკინებიან. 

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

10 აპრილი

18:00 ლა როშელი - სეილ შარქსი

19:00 ექსეტერ ჩიფსი - ლენსტერი

11 აპრილი

16:30 ბორდო - რასინგ 92

18:00 კლერმონი - ტულუზი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)