გულშემატკივარმა დიდი 10-ის პირველი ეტაპის საუკეთესო მორაგბედ ნიკა აბულაძე დაასახელა

გულშემატკივარმა დიდი 10-ის პირველი ეტაპის საუკეთესო მორაგბედ ნიკა აბულაძე დაასახელა

ზუსტად 00:00 საათზე დასრულდა გამოკითხვა, რომელშიც Myrugby.Ge-ის მომხმარებელი დიდი 10-ის პირველი ეტაპის საუკეთესო მორაგბეს ირჩევდა.

გულშემატკივარს შეეძლო ფავორიტი მორაგბე იმ სიმბოლურიდან აერჩია, რომელიც Myrugby.Ge-მ შეადგინა.

საერთო ჯამში, გამოკითხვამ გულშემატკივარში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ბოლო წამამდე დაძაბულად წარიმართა. პირველობისთვის "ყოჩების" მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე და "ბათუმის" კვაჭი ვაჟა თაგაური იბრძოდნენ, რომელთაც კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობეს.

გამოკითხვის დასრულებამდე ორი საათით ადრე, აბულაძე გამოკითხვას დაახლოებით 400 ხმიანი უპირატესობით ლიდერებდა, თუმცა ბოლო ორ საათში თაგაურის გულშემატკივრებმა ძალიან იაქტიურეს და სულ ცოტა დააკლდათ, რომ ფავორიტი მორაგბისთვის გაემარჯვებინა.

საბოლოო ჯამში, ზუსტად 00:00 საათზე ასეთი შედეგი დაფიქსირდა: სულ გამოკითხვაში 4175 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც უმრავლესობა 1761 ხმა (42.18%) ნიკა აბულაძეს ერგო, რომელმაც მცირე სხვაობით გაუსწრო ვაჟა თაგაურს, რომელმაც 1690 ხმა დააგროვა (40.48%). მესამე ადგილზე "ბათუმის" ფრთა ანზორ სიჭინავა გავიდა, ვისაც 297 (7.11%) გულშემატკივარმა მისცა ხმა.

ამრიგად, Myrugby.Ge-ის მომხმარებლების ხმათა უმრავლესობის აზრით დიდი 10-ის პირველი ეტაპის საუკეთესო მორაგბედ ნიკა აბულაძე დასახელდა, რომელიც მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში გახლდათ გამოძახებული. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)